ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ დაიკითხება - კვირის პალიტრა

ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ დაიკითხება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით ხვალ, 23 ივლისს დაიკითხება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოქრუაშვილის პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ოქრუაშვილი დაკითხვაზე 11:00 საათზე უნდა მივიდეს.

საქმე ეხება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ოქრუაშვილი გამოკითხვაზე მივა.

"ინტერპრესნიუსი"