რას აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი?

როგორც თავად ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, ძალიან შეაწუხა მან ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2-ის“ თემით და არ იყო მოულოდნელიმისთვის ეს ამბავი, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა დიღმის მთავარი სამმართველოს დატოვებისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი მის დაკავებას „რუსთავი 2“-ის მიმართ გააქტიურებას უკავშირებს. როგორც ჭაბაშვილმა განაცხადა, თავადაც ნახა ოქრუაშვილმა შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები და იქ რაიმე სახით ძალადობრივი აქციის ორგანიზება მას სისულელედ მიაჩნია. ადვოკატის განცხადებით ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ.

"ბრალდებულად დაკავების ოქმი გადმომეცა, ეს ხდება ამ ეტაპზე. ჯერ ბრალდება არ აქვს წარდგენილი, შესაბამისად, არც მასალები მიმიღია. თავად მის დაკავებას ის პირდაპირ უკავშირებს მის გააქტიურებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და მხოლოდ და მხოლოდ მასთან და სხვა არაფერთან. როგორც თავად ამბობს, ძალიან შეაწუხა მან ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის თემით და არ იყო მოულოდნელი მისთვის ეს ამბავი. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეომასალას, იმ კადრში, რომელიც თვითონაც ნახა, 500-მდე ადამიანი ჩანს, რომლებიც აქეთ-იქიდან ჭიდაობენ და მათ შორის არის, ირაკლი ოქრუაშვილიც. ეგ არის და ეგ. აბსურდული და სისულელეა ორგანიზება რაღაც ძალადობრივი აქციის“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ რომ ირაკლი ოქრუაშვილი დღეს 20-21 ივნისის საქმეზე დღეს დააკავეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6 - დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"