პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს - კვირის პალიტრა

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16.00 საათზე დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

"ინტერპრესნიუსი"