მორის მაჩალიკაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა - კვირის პალიტრა

მორის მაჩალიკაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით წარედგინა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა განუცხადა.

"პროკურატურა ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით გათვალისწინებულია 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯერჯერობით მასალები არ გადმოგვცემია, როცა ვნახავთ მასალებს, შემდეგ გავაკეთებთ ისევ კომენტარს", - აღნიშნა ჩუთლაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"