ოქროს სამკაულების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ოქროს სამკაულების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული ა.გ. ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დიდ დიღომში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.გ., ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები