ბათუმში 3 ახალგაზრდა დაჭრეს - კვირის პალიტრა

ბათუმში 3 ახალგაზრდა დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, სანაპიროზე დაჭრილი სამი ახალგაზრდა ტურისტები არიან. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პირველადი ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას ფეხისა და ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჭრილობები აღენიშნებათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"