თბილისის აეროპორტში სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მგზავრის ხელბარგში 20 კილოგრამი "მარიხუანა" აღმოაჩინეს
თბილისის აეროპორტში სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მგზავრის ხელბარგში 20 კილოგრამი "მარიხუანა" აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენონით ნარკოტიკული საშუალების "მარიხუანა" უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

"27 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონა", ეჭვის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკიდან მომავალი, საეჭვო ტრანზიტული მარშუტის მქონე მგზავრის ვ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 20 კილოგრამი "მარიხუანა" გამოვლინდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?