"ფრეგოს" დამფუძნებლები დააკავეს - კვირის პალიტრა

"ფრეგოს" დამფუძნებლები დააკავეს

ნავთობკომპანია "ფრეგოს" დამფუძნებლები გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს.

მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

არსებული ინფორმაციით, ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

თუ რას ედავება სახელმწიფო ბრალდება ბიზნესმენებს, ამ ეტაპზე უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"