პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს - უწყება განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს - უწყება განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განაცხადების თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2"-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის "ინტერ მედია" და "ინტერ მედია პლიუსიდან", გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2"-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის "ინტერ მედია" და "ინტერ მედია პლიუსიდან", გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო "რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

"ინტერპრესნიუსი"