როდის გამოიკითხება ნიკა გვარამია სასამართლოში? - კვირის პალიტრა

როდის გამოიკითხება ნიკა გვარამია სასამართლოში?

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენდირექტორი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით 2 აგვისტოს გამოიკითხება. გვარამიამ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და შესაბამისად, ის სასამართლოში 2 აგვისტოს, 11:00 საათზე გამოიკითხება.

პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2"-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის "ინტერ მედია" და "ინტერ მედია პლიუსიდან", გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2"-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის "ინტერ მედია" და "ინტერ მედია პლიუსიდან", გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო "რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანია

ნიკა გვარამია სასამართლოში ხვალ 11 საათზე მივა. ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა "კურიერს" განუცხადა. ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება, მოსამართლე კი ნინო ჩახნაშვილი იქნება.

ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ახალ ტელევიზიას შექმნა დაანონსა.

შეტყობინება არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დღეს მიიღო. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

გვარამიას ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე, საქმე სამი მუხლით არის აღძრული - დიდი თანხის მითვისების, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

"ინტერპრესნიუსი"