"ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია... რომ მჭირდებოდეს, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო" - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია... რომ მჭირდებოდეს, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო"

მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით უნდა გამოკითხოს. გვარამიამ აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე აპირებს პასუხის გაცემას.

"რასაც მკითხავენ იმაზე ვუპასუხებ, რაც მახსოვს თან იმას, იმიტომ, რომ არის ლაპარაკი 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც ყველა კომპანიაში ფინანსური ხელმძღვანელობის საქმეა. რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო და მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს მე არ ვტოვებ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლას და გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაკავება დღესვე მოხდეს, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ის ამ შესაძლებლობას უშვებს.

გვარამია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების დაწყება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთაა.

"დიახ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა, საქართველოში არის ოლიგარქია. ეს საკითხი უკვე გარკვეული და გაცნობიერებულია არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი უცხოელი პარტნიორების და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერაც. ეს ემსახურება იმას, რომ პირველი - მე ახალი ტელევიზია ვერ გავაკეთო, მაგრამ მაინც გავაკეთებ და მეორე - გააკოტრონ "რუსთავი 2" და დამაბრალონ მე. დამაბრუნონ და კიდევ გავისტუმრებ ხელფასებს და ამ ტელეკომპანიას ვაცოცხლებ კიდევ 7 წელი," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ინტერპრესნიუსი"