"რუსთავი 2"-ის შენობაში პროკურორები იმყოფებიან - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის შენობაში პროკურორები იმყოფებიან

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში პროკურორები იმყოფებიან. კომპანიაში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს, კერძოდ, კი, კომპანიიდან დოკუმენტაციის ამოღება. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედება კომპანიის იმ ნაწილში მიმდინარეობს, სადაც "რუსთავი 2"-ის კონტრაქტორი კომპანია "ინტერმედია" იყო განთავსებული.

ცნობისთვის, "ინტერმედიიდან" დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა გუშინ ამოიღეს.

"ინტერპრესნიუსი"