მკვლელობა ვარკეთილში - სამართალდამცველებმა 46 წლის მამაკაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

მკვლელობა ვარკეთილში - სამართალდამცველებმა 46 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ჭ.წ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭ.წ.-მ, შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - ვ.ვ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"