გენერალურ პროკურატურაში "რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი იკითხება - კვირის პალიტრა

გენერალურ პროკურატურაში "რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი იკითხება

გენერალურ პროკურატურაში "რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას გამოკითხვა მიმდინარეობს. დამენია ვარაუდობს, რომ სწორედ ამ პერიოდზე ექნებათ მასთან გამომძიებლებს კითხვები. ამასთან, დამენია დარწმუნებულია, რომ გამოძიება, იმ პერიოდში, როდესაც ის არხის ფინანსური დირექტორი იყო, ვერანაირ გადაცდომასაც კი ვერ აღმოაჩენს.

"2015 წლის განმავლობაში ვიყავი "რუსთავი 2"-ის ფინანსური დირექტორი. დაზუსტებით არ განუმარტიათ, თუმცა სავარაუდოდ, ამ პერიოდის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით აინტერესებთ ჩემი მოსაზრება. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს იმიტომ, რომ ყველაფერი იყო წესრიგში, სწორად და არაფერი ისეთი არ იყო, რაზეც რაიმე დასამალი იყოს. ყველაფერი იყო იურიდიულადაც და ფინანსურადაც აბსოლუტურად გამართული და სწორი. რა პერიოდზეც მე ვიყავი, ის პერიოდი ვიცი, იმ პერიოდზე გამოვრიცხავ არათუ დანაშაულს, გადაცდომასაც კი", - განაცხადა დამენიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

კითხვაზე, ელოდება თუ არა სამართლებრივი სტატუსის შეცვლას, კახა დამენია ამბობს, რომ საქართველოში ადამიანს ყველაფრის მოლოდინი უნდა ჰქონდეს.

"ინტერპრესნიუსი"