გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა - კვირის პალიტრა

გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა

გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე გერმანიის ციხიდან გაიქცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულმა ქართველმა გაქცევა სხვა პატიმართან ერთად მოახერხა.

"გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა პატიმართან ერთად, გაქცევა მოახდინა საქართველოს მოქალაქემ. მას გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.