გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს - კვირის პალიტრა

გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს

გერმანიაში, მემინგენის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს. ამის შესახებ გემანული მედია წერს.

მათი ინფორმაციით, 37 წლის ქართველი პატიმარი ქალაქიდან 30 კილომეტრში, ფეხით გადაადგილებისას დააკავეს. რაც შეეხება მეორე პატიმარს, ამ დრომდე ძებნაშია.

გერმანიის პოლიციამ გაქცეულების ფოტოებიც გამოაქვეყნა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ისინი შეირაღებულნი ყოფილიყვნენ.

ორი პატიმარი, რომელთა შორის ერთი ქართველია, გერმანიის ციხიდან 4 აგვისტოს გაიქცა. მათ გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

"ინტერპრესნიუსი"