სოფელ ბოდბისხევის ტყეში ნაპოვნი ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, სავარაუდოდ, ივნისში გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის - კვირის პალიტრა

სოფელ ბოდბისხევის ტყეში ნაპოვნი ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, სავარაუდოდ, ივნისში გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბისხევის ტყეში ნაპოვნი ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, სავარაუდოდ, ივნისში გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის.

ხანდაზმულს ოჯახი თითქმის ორი თვეა ეძებს. ადგილობრივების ინფორმაცით, მამაკაცს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ის სახლში მარტო ცხოვრობდა. თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ ასაკიდან გამომდინარე, მოხუცმა ტყიდან სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო.

ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ტყეში ნაპოვნი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი აღნიშნულ მამაკაცს ეკუთვნის, "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს. ძვლების ფრაგმენტებზე დანიშნულია ექსპერტიზა.

"ინტერპრესნიუსი"