თბილისში, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

თბილისში, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს

თბილისში, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქათველოს ბანკის" პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა დაშავებული არავინ არის.

თავის მხრივ, სააგენტოსთან საუბარში თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ "შემთხვევის დროს ბანკში იმყოფებოდა ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და სწორედ მან დაიწყო ყვირილი, რომ იარაღით შევარდა უცნობი პირი".

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"