მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული იყო დაკავებული, პატიმრობიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული იყო დაკავებული, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

როგორც ბეჟან ლოთქიფანიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, მან პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის შედეგადაც, ის პატიმრობიდან გათავისუფლდა.

როგორც ბეჟან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

"სასამართლომ შემიფარდა გირაო. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. არ უარვყოფ, რომ აქციაზე ვიყავი, თუმცა წარდგენილ ბრალდებას, რაც ითვალისწინებს ჯგუფურ ძალადობას, პარლამენტში შეჭრას და ა.შ. არ ვაღიარებ. ჩემი მხრიდან იმ მცდელობებს, რაშიც პროკურატურა მდებს ბრალს, ადგილი არ ჰქონია",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 25 ივლისს 5 პირი დააკავეს, მათ შორის მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე. მათ მიმართ წარდგენილი ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

27 ივლისს კი საქალაქო სასამართლომ ამ ადამიანებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"