"14 წლის მოზარდი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა" - კვირის პალიტრა

"14 წლის მოზარდი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა"

ჭიათურაში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს.