გორში, ავტოსაგზაო შემთხვევისას 17 წლის მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა - კვირის პალიტრა

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევისას 17 წლის მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა

გორის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის არასრულწლოვანი მძღოლი მძიმედ დაშავდა.

სოფელ კარბში, 17 წლის ახალგაზრდა მოტოციკლით გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

დაშავებული კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

როგორც "გორმედში“ აცხადებენ, დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია, პაციენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

კლინიკაში შეყვანისას დაშავებულს ტრავმული შოკი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებები და გულმკერდისა და მუცლის ღრუს ღია ჭრილობები აღენიშნებოდა.

"ინტერპრესნიუსი"