ბარსელონაში ჩხუბის დროს ქართველი მამაკაცი მოკლეს
ბარსელონაში ჩხუბის დროს ქართველი მამაკაცი მოკლეს
ესპანეთში, ბარსელონაში ჩხუბის დროს ქართველი მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.

"ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოს კომუნიკაცია აქვს, როგორც ადგილობრივ სამართალდამცავებთან, ასევე ოჯახის წევრებთან. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები