ძაღლების ჩხუბის გამო 17 წლის ბიჭი დაჭრეს - სისხლიანი გარჩევა თბილისში - კვირის პალიტრა

ძაღლების ჩხუბის გამო 17 წლის ბიჭი დაჭრეს - სისხლიანი გარჩევა თბილისში

ოთხი დღის წინ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა არასრულწლოვანი ბიჭი. დაჭრილი კომატოზურ მდგომარეობაშია.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკვერში ძაღლს ასეირნებდა. თვითმხილველების თქმით, 17 წლის ერეკლე ჩ-ს ძაღლმა, დაჭრაში ბრალდებულის - დიმიტრი რ-ს ძაღლს უკბინა, რასაც ურთიერთშელაპარაკება, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის შემდეგ, არასრულწლოვანი სახლში დაბრუნდა და თავის ძმასთან ერთად შემთხვევის ადგილზე წავიდა დაკარგული ჯვრის საპოვნელად.

17 წლის ერეკლეს მეზობლების თქმით, ძმებს სწორედ ამ დროს ესროლეს - არასრულწლოვანს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მის ძმას კი მსუბუქი დაზიანებები აქვს.

დაჭრილი ამჟამად ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს. როგორც AMBEBI.GE-ს ექიმებმა განუმარტეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გაგრძელება