13-08-2019
როგორც ცნობილია, ესპანეთში ბარსელონაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 30 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა. ირკვევა, რომ ამ სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლი 30 წლის გიორგი პავლიაშვილია, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ესპანეთში, მშობლებთან ერთად, ცხოვრობდა. ახლობლების თქმით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გიორგი პავლიაშვილი საქართველოში არ ყოფილა და საბუთებს აგროვებდა სამშობლოში თავისუფალი მიმოსვლისთვის. რა მოხდა ბარესლონაში და რამ იმსხვერპლა ახალგაზრდა კაცი? - გვესაუბრება გიორგი პავლიაშვილის ახლობელი:
- გიორგის გარდაცვალება ჩვენთვის, მისი საახლობლოსთვის უდიდესი ტრაგედიაა. ის
- რა გახდა ჩხუბის მიზეზი?
- ზუსტად რატომ მოხდა ჩხუბი, არავინ იცის, გიორგის ვინც იცნობდა, იცის, რომ ჩხუბის დროს მარტო არავის დატოვებდა და მეგობრის გამო თავს შეაკლავდა მოწინააღმდეგეს. როგორც ამბობენ, ათობით ბოშა ურტყამდა 2 ქართველს, გიორგი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, ვერაფერი უშველეს, სამწუხაროდ... ახლა სამუდამოდ მიაბარებს საქართველოს თავის სხეულს. გული შემტკივა გიორგის გოგონაზე, რომელიც მამის ნახვაზე ოცნებობდა და ვეღარასოდეს ნახავს. გიორგის დედ-მამაზე, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს შვილების გასაძლიერებლად, მაგრამ...ჩვენ დაგვიკავშირდნენ გარდაცვლილი გიორგი პავლიაშვილის მეგობრები, რომელთაც ასეთი რამ განაცხადეს: "ჩხუბი ადგილობრივ მაცხოვრებელთან შელაპარაკებით დაიწყო, რომლის ინიციატორი ჩვენი ბიჭები არ ყოფილან. ჩხუბის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება იყო, ადგილობრივმა ბოშამ ნაგვის ტომარა ისე მოიქნია, რომ ერთ-ერთ ქართველს მოხვდა, რასაც მოყვა შელაპარაკება და დაიწყო ჩხუბი".
(სპეციალურად საიტისთვის)