რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა
14-08-2019
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა
ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა. შემთხვევა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას - 1977 წელს დაბადებულ კ.რ.-ს და მეუღლეს - 1978
წელს დაბადებულ გ.გ.-ს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები