ქალმა, რომელმაც დედამთილს ფული მოჰპარა, თანხა დააბრუნა, "დანაშაული კი მოინანია"
15-08-2019
ქალმა, რომელმაც დედამთილს ფული მოჰპარა, თანხა დააბრუნა, "დანაშაული კი მოინანია"
ზუგდიდში, დედამთილისთვის ფულის მოპარვის ბრალდებით დაკავებულმა რძალმა ფული დააბუნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, თანხა კვლავ ოჯახს დაუბრუნდება.

მათივე განმარტებით, დაკავებულმა ახალგაზრდა ქალმა დანაშაული მოინანია, რის გამოც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და საქმე შეწყდა.

"საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და საქმე დაიხურა. დაზარალებული თავად დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ბრალდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული. შესაბამისად, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე აღარ უმსჯელია. თანხა ამოღებულია და დაზარალებულს სრულად დაუბრუნდება", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე
სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. მოსამართლე დავით კეკენაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული ნ.ჭ. -ს სასჯელის სახით 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა განესაზღვრა.

ცნობისთვის, შემთხვევა ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. დედამთილის ინფორმაციით, რძალმა 5000 ლარამდე თანხა მოპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?