რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც მისმა ახლობლემა 112-ში დარეკეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.