გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ონში, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ. ი. დამნაშავედ ცნო. მას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კ. ი. მისი კუთვნილი ავტომანქანით მივიდა ქ. ონში, სააკაძის
ქუჩაზე მდებარე "ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სიტყვიერად დაუპირისპირდა მეზობლად მცხოვრებ ნ. ბ.-ს. მათ შორის დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. განვითარებული კონფლიქტისა და ჩხუბის პროცესში, ნ. ბ.-ს მხრიდან განხორციელებული ძალადობით განაწყენებული კ. ი. მივიდა მისივე ავტომანქანასთან ამოიღო დანა და განზრახ მოკვლის მიზნით ნ. ბ.-ს
რამდენიმეჯერ ჩაარტყა მუცლისა და წელის არეში.

პოლიციის თანამშრომლებმა კ. ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კ. ი. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განუსაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა