ქობულეთში ცოლ-ქმარს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქობულეთში ცოლ-ქმარს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ქობულეთში, ცოლ-ქმარს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი სომხეთიდან საქართველოში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ოპერაციები უკვე ჩაუტარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამე მოხდა.

შსს - ს ინფორმაციით, გამოძიება 276-მუხლით მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.