დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა - რუსთავში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
18-08-2019
დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა - რუსთავში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყინთავები ეძებდნენ. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112“-ში შემოვიდა ინფორმაცია რუსთავში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ.

ადგილზე დაუყონებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც მისვლისთანავე ნაპირზე აღმოაჩინეს
მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი.

ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო და მყვინავთა ჯგუფები. ასევე, მამაკაცის ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით