საოკუპაციო ძალების მიერ დღეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ძალების მიერ დღეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალუბანთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავება "ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დღეს დაკვებული პირიც ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

"ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,-აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 7 მოქალაქე გუშინაც დააკავეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებული.