საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალუბანთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავება "ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დღეს დაკვებული პირიც ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი."ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,-აცხადებენ სუს-ში.ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 7 მოქალაქე გუშინაც დააკავეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებული.