საოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება
საოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება
საოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს, 19:00 საათზე ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე. საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია
ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა