სენაკთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა
18-08-2019
სენაკთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპისთვის უცნობია. თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა.

ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ ნოსირის რწმუნებულმა გოგა ქორიძემ განუცხადა, ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და
ისინი მსუბუქად არიან დაშავებული.

"ერთმანეთს შეეჯახა ორი მანქანა. ერთი მთლიანად დაიწვა. არ ვიცით იქ რამდენი ადამიანი ისხდა. წამებში მოხდა ყველაფერი, სახანძროც მოვიდა მაგრამ მანამდე დაიფერფლა მანქანა. მეორე მანქანაში მსხდომები თავიანთი ფეხით გამოსულან, როგორც ვიცი სერიოზული არაფერი სჭირთ, მაგრამ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი", - ამბობს ქორიძე.

ადგილობრივების
ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო მომუშავე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?