გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა - კვირის პალიტრა

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხდაეს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 45 წლამდე ქალი დაიღუპა.