კიევის ოლქში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - რას წერს უკრაინული მედია?
19-08-2019
კიევის ოლქში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - რას წერს უკრაინული მედია?
უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტის გზაზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი ყაჩაღობის ბრალდებით არიან დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს. მათ გაიტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა, აგრეთვე ავტომობილი “ლექსუსი”.

უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 33, 41 და 43 წლის არიან, რომლებსაც უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ.

დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

უკრაინელი სამართალდამცავები აღნიშნულის შესახებ
ვიდეომასალასაც ავრცელებენ.

"ინტერპრესნიუსი"
ჟორა
20 აგვისტო 2019 09:34
აუფ,გავიკვირვე ეხლა.სხვა აბა რას გააკეთებს ქართველი ვაჟკაცი,რომელიც 9 სისხლიანი წლის განმავლობაში უკანონოდ ხეხადავდა "ნარებს" ციხეში.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?