"სახ­ლის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი და­ა­ბეს და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და ფული წა­ი­ღეს" - ვინ არიან უკრაინაში ყაჩაღობისთვის დაკავებული ქართველები - კვირის პალიტრა

"სახ­ლის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი და­ა­ბეს და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და ფული წა­ი­ღეს" - ვინ არიან უკრაინაში ყაჩაღობისთვის დაკავებული ქართველები

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული სამი ქართველი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც 2012 წლამდე შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ და მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვეს.

დაკავებულები 33, 41 და 43 წლის არიან და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, მათ უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ. დაკავებულები არიან:

მირიან გოჩაძე - შსს ორგანოებში მუშაობდა 1994 წლიდან 2013 წლამდე;

თენგიზ ზანაძე - შსს-ში მუშაობდა 2004 წლიდან 2013 წლამდე;

ლევან ხუციშვილი - შსს-ს ორგანოებში მუშაობდა 2006 წლიდან, იყო სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

სამივე დაკავებულის შესახებ ინფორმაციის და ფოტოების მოძიება შესაძლებელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". ირკვევა, რომ თენგიზ გოჩაძე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობს.

სოციალური ქსელიდან ირკვევა ისიც, რომ გოჩაძესა და ზანაძეს გარკვეული ნათესაური კავშირი აქვთ. ფოტოებიდან ჩანს, რომ ისინი ვიზუალურად ერთმანეთს ძალიან გვანან - გრძელი წვერით, სპორტული აღნაგობით და ჩაცმის სტილით. გაგრძელება