"სახ­ლის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი და­ა­ბეს და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და ფული წა­ი­ღეს" - ვინ არიან უკრაინაში ყაჩაღობისთვის დაკავებული ქართველები
20-08-2019
"სახ­ლის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი და­ა­ბეს და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და ფული წა­ი­ღეს" - ვინ არიან უკრაინაში ყაჩაღობისთვის დაკავებული ქართველები
ფოტო:მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე
უკ­რა­ი­ნე­ლმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბმა ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა) მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, უკ­რა­ი­ნა­ში ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სამი ქარ­თვე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც 2012 წლამ­დე შსს-ს სპეც­რაზ­მის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ და მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი 33, 41 და 43 წლის არი­ან და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან:

მი­რი­ან გო­ჩა­ძე
- შსს ორ­გა­ნო­ებ­ში მუ­შა­ობ­და 1994 წლი­დან 2013 წლამ­დე;

თენ­გიზ ზა­ნა­ძე - შსს-ში მუ­შა­ობ­და 2004 წლი­დან 2013 წლამ­დე;

ლე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლი - შსს-ს ორ­გა­ნო­ებ­ში მუ­შა­ობ­და 2006 წლი­დან, იყო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი.

სა­მი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის და ფო­ტო­ე­ბის მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე". ირ­კვე­ვა, რომ თენ­გიზ
გო­ჩა­ძე მე­უღ­ლეს­თან და სამ შვილ­თან ერ­თად ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ირ­კვე­ვა ისიც, რომ გო­ჩა­ძე­სა და ზა­ნა­ძეს გარ­კვე­უ­ლი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი აქვთ. ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ ისი­ნი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან გვა­ნან - გრძე­ლი წვე­რით, სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბით და ჩაც­მის სტი­ლით. გაგრძელება


ddgfdf
20 აგვისტო 2019 15:01
რა შშს, ბაიკერები არიან და ქართველები ვაფშე არ არიან.

რედაქტორის რჩევით