ვინ იყო გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი, მეტსახელად "ზელო დიშნი" და რა აკავშირებდა მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან - კვირის პალიტრა

ვინ იყო გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი, მეტსახელად "ზელო დიშნი" და რა აკავშირებდა მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან

პანკისის ხეობის მოსახლეობა ადასტურებს, რომ გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.

ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს,მკურნალობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

რამდენიმე წლის წინ ზელიმხან ხანგოშვილი თბილისში დაჭრეს. ის ჟვანიას მოედნის მიმდებარე, მირზა გელოვანის ქუჩაზე იმ დროს დაჭრეს, როდესაც სახლიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას უცნობმა პირმა მანქანიდან ესროლა, ხანგოშვილს ოთხი ტყვია მხარსა და ხელში მოხვდა. როგორც მისმა მეგობარმა განაცხადა, მან მოახერხა თავის ხელით იმგვარად დაცვა, რომ თავდამსხმელმა ტყვია თავში ვერ მოარტყა. ახლობლების თქმით, დაჭრილი ხანგოშვილი საკუთარი ფეხით მივიდა რესპუბლიკურ საავდამყოფომდე, სადაც სასრაწაფო ოპერაცია ჩაუტარეს. საავადმყოფოში გაირკვა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი სულ სხვა გვარ-სახელით - თორნიკე ქავთარაძედ იყო დარეგისტრირებული, რაც მისმა ოჯახის წვერებმა იმით ახსნეს, რომ ჩეჩნეთის ომის მონაწილე ხანგოშვილს რუსეთიდან რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომაც შეიცვალა გვარ-სახელი. ისინი მის დაჭრას სწორედ რუსულ ინტერესებს უკავშირებდნენ. ხანგოშვილის გვარ-სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც ფიგურირებს, ის ერთ-ერთ მოწმე იყო ამ სპეცოპერაციისა, რომელშიც მის შუამავლად ყოფნას ახლობლებიც არ უაყოფდნენ, თუმცა ამტკიცებდენ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ შუამავალი იყო, რომელმაც ვერ მოახერხა დაეთანხმებინა ლაფანყურის ხეობაში მყოფი შეიარაღებული ჯგუფის წევრები დაეყარათ იარაღი და ჩაბარებოდნენ ხელისუფლებას.

საინფორმაციო საშუალებები სხვადასხვა დროს წერდნენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი წინა ხელისუფლების დროს შს სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრთან თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩართული იყო ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ პროცესებში, როგორც სპეცოპერაციამდე, ისე სპეცოპერაციის შემდეგ. მას "ზელო დიშნის" მეტსახელით იცნობდნენ. (იხილეთ სრულად)