"ბრალდებამ გააჟღერა, თითქოს ლაურა ღაჭავა ზემოქმედებას ახდენს მოწმეებზე და ამ სიაშია მისი მეუღლეც - წარმოიდგინეთ, როგორია, ცოლი ახდენს ზემოქმედებას მეუღლეზე"
"ბრალდებამ გააჟღერა, თითქოს ლაურა ღაჭავა ზემოქმედებას ახდენს მოწმეებზე და ამ სიაშია მისი მეუღლეც - წარმოიდგინეთ, როგორია, ცოლი ახდენს ზემოქმედებას მეუღლეზე"
ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, ლაურა ღაჭავას ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფისთვის უძრავი ქონება თვითონ მეგობრებმა და ნათესავებმა შესთავაზეს.

"ლაურა ღაჭავას არავისთვის არ უთხოვია, თვითონ მეგობრებმა და ნათესავებმა შესთავაზეს, რომ ქალბატონო ლაურა, შეგიძლია ჩემი ბინა გამოიყენოო", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ლაურა ღაჭავა საფუძვლიანად არის დათრგუნული იმ ბრალდებიდან გამომდინარე, რასაც ბრალად უყენებენ.

"სახელმწიფო ბრალდებამ გააჟღერა ასეთი წინადადება, თითქოს ლაურა ღაჭავა ზემოქმედებას ახდენს მოწმეებზე და თქვენ წარმოიდგინეთ, მოწმეთა სიაში არის მისი მეუღლეც - ნოდარ
კოდუა. წარმოიდგინეთ, როგორია, ცოლი ახდენს ზემოქმედებას მეუღლეზე, რომ არ მივიდეს საგამოძიებო ორგანოში და არ მისცეს ჩვენება, რაც სრულიად აბსურდია. ბატონი ნოდარ ცუდად არის, წევს და გადაადგილება არ შეუძლია. გამორიცხულია ღაჭავას განეხორციელებინა მასზე ზეწოლა იმის გამო, რომ ის არ გამოცხადებულიყო სახელმწიფო უწყებაში. ის საფუძვლიანად არის გაღიზიანებული,
როდესაც აბრალებენ მოწმეებზე ზემოქმედებას", - განაცხადა ადვოკატმა "პალიტრანიუსთან".

მისი თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დრო გასაჩივრებაში არ დაკარგონ და გვირჩევნია ის დრო, რაც აქვთ, გამოიყენონ მასალების მოკვლევაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა