"ჯი პი სი"-ს აფთიაქი, ტურისტული კომპანია და სხვა - ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი დააკავეს - კვირის პალიტრა

"ჯი პი სი"-ს აფთიაქი, ტურისტული კომპანია და სხვა - ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებულები 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. არიან.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ჯი პი სი"-ს აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი "ბავარიული გრილი", ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია " time 2 travel''-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი "ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით.