სოფელ თელეთთან ავარიისას 2 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა - კვირის პალიტრა

სოფელ თელეთთან ავარიისას 2 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 ადამიანი.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. მიკროავტობუსი სომხური ნომრებით გადაადგილდებოდა და მგზავრები გადაჰყავდა. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"