მარნეული-თელეთის გზაზე სატვირთო ავტომანქანა გადატრიალდა - კვირის პალიტრა

მარნეული-თელეთის გზაზე სატვირთო ავტომანქანა გადატრიალდა

მარნეული-თელეთის გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საცობი შეიქმნა.

"ინტერპრესნიუსი"