ქობულეთში გამვლელ მამაკაცს საცხოვრებელი ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა - კვირის პალიტრა

ქობულეთში გამვლელ მამაკაცს საცხოვრებელი ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა

ქობულეთში, რუსთველის ქუჩაზე, გამვლელ მამაკაცს საცხოვრებელი ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა, რის შედეგადაც დაშავდა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"