სოფელ თელეთში ავარიისას დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, ორი - საქართველოს და ერთი - აზერბაიჯანის მოქალაქეა - კვირის პალიტრა

სოფელ თელეთში ავარიისას დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, ორი - საქართველოს და ერთი - აზერბაიჯანის მოქალაქეა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ავარიის დროს დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, 2 - საქართველოს და 1 - აზერბაიჯანის მოქალაქეა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში გამთენიისას მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.

ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ოცივე დაშავებული სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. უფრო კონკრეტულად: "ნიუ ჰოსპიტალსში“ -8 ადამიანი შეიყვანეს, "საპატრიარქოს იოაკიმე და ანას კლინიკაში“ - 3, ინგოროყვას კლინიკაში - 2 , "პინეოში“ - 4 და გადაუდებელი ქირურგიის და ტრავმატოლოგიის ცენტრში - 3 პაციენტი.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"