ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და მისი დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და მისი დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და მისი დაყაჩაღების ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად დაკავებული პირის მიმართ გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქმეზე ასევე გამოიკვეთა გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივიც.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ტრანსგენდერი ქალი იარაღის მუქარით აიძულა მასთან სქესობრივი კონტაქტი დაემყარებინა და მოსთხოვა ფულადი თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, 137-ე მუხლის პირველი და 138-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ყაჩაღობას, გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"