თემქაზე ქალი, სავარაუდოდ, მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი, ცეცხლი გააჩინეს - კვირის პალიტრა

თემქაზე ქალი, სავარაუდოდ, მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი, ცეცხლი გააჩინეს

ზღვის უბანში ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ბინაში ხანძარი იყო, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სამაშველო ბრიგადამ ხანძარი ჩააქრო, ადგილზე თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი ნახეს.

არსებული ინფორმაციით, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არ არის მიყენებული.

სავარაუდოდ, ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.

"ინტერპრესნიუსი"