"პოლიცია ამბობს, რომ თავი ბასრი იარაღით აქვს დასერილი" - ვინ არის ქალი, რომელიც თემქაზე გარდაცვლილი იპოვეს? - კვირის პალიტრა

"პოლიცია ამბობს, რომ თავი ბასრი იარაღით აქვს დასერილი" - ვინ არის ქალი, რომელიც თემქაზე გარდაცვლილი იპოვეს?

თემქაზე მოკლული ქალს სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც გარდაცვლილის მეზობელმა ეთერ იმერლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევის დროს ქალი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იყო.

მისივე თქმით, გარდაცვლილი 62 წლის სიმა მირზოევაა. ჰყავს მეუღლე და შვილები, ერთი მათგანი კი საზღვარგარეთ ცხოვრობს. "დაახლოებით 11:30 საათისთვის შეამჩნიეს კვამლი სახლში, გამოიძახეს მაშველები, მოვიდნენ და ნახეს გარდაცვლილი ქალი. თავის არეში აქვს მიყენებული დარტყმა. ქალი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. დღეს მეუღლე სამსახურში წავიდა და ამ პერიოდში მოხდა ეს ამბავი. მერე დავურეკეთ მეუღლეს, რომელმაც კარი გააღო და ნახა ეს ამბავი. პოლიცია ამბობს, რომ ქალს თავი ბასრი იარაღით აქვს დასერილი", - განაცხადა იმერლიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"