"მისი ქმარი პოლიციას ესაუბრებოდა, სამი დღის წინ ბანკიდან ოქრო გამოვიტანეო" - თემქაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
თემქაზე მოკლული ქალის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც გარდაცვლილის ბიძაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 62 წლის ქალის სახლიდან სავარაუდოდ, წაღებულია ოქროულობა.
"როგორც ვიცი, სახლიდან მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, ოქროულობაა წაღებული. გარდაცვლილის მეუღლე დღეს, მას შემდეგ, რაც სიმას გარდაცვალების ამბავი გაიგო, პოლიციას ესაუბრებოდა, რომ სამი დღის წინ ბანკიდან ოქრო გამოვიტანეო", - განაცხადა გარდაცვლილის ბიძაშვილმა.
62 წლის სიმა მირზოევას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ - კრიმინალისტები.
"ინტერპრესნიუსი"
იხილეთ ვიდეო