"სიმა ღამის პერანგით ნახეს, მამაკაცს, რაც არ უნდა ახლობელი ყოფილიყო, ამ ფორმაში კარს არ გაუღებდა"
"სიმა ღამის პერანგით ნახეს, მამაკაცს, რაც არ უნდა ახლობელი ყოფილიყო, ამ ფორმაში კარს არ გაუღებდა"
თემქაზე მოკლული 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავების ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი ჭრილობა აღენიშნება.

როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილმა ზაირა მირზოევამ განუცხადა, ისინი მკვლელობის მიზეზად შურისძიების მოტივს გამორიცხავენ. მისივე ინფორმაციით, სახლიდან მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, ოქროულობაა წაღებული.

"დილით 10 საათზე დავურეკე და არ აიღო ტელეფონი. ამის შემდეგ დაახლოებით,ერთი საათი იყო გასული და გავიგე მისი მკვლელობის ამბავი. სახლში, როგორც ვიცი მარტო იყო. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დილიდან სამსახურში იყო წასული.
უმძიმესი კადრი დანაშაულის ადგილიდან
ალბათ,
ნაცნობმა გააკეთა ეს ყველაფერი, რადგან სიმა უცნობს კარებს არ გაუღებდა," - განაცხადა ზაირა მირზოევამ.

კიდევ ერთი ახლობლის თქმით, გარდაცვლილი ქალი ღამის პერანგში ნახეს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ მან კარი ახლობელს, მეტიც, შესაძლოა ქალს გაუღო.  "სიმა ღამის პერანგით ნახეს, მამაკაცს, რაც არ უნდა ახლობელი
ყოფილიყო, ამ ფორმაში კარს არ გაუღებდა, ის ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო".

გარდაცვლილი სიმა მირზოევას მეუღლე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ცხედარი კი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თემქაზე, მე - 11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები